ჯანდაცვის მინისტრი გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პროგრამების დირექტორს შეხვდა.
მიხეილ სარჯველაძემ და დუმიტრუ ლატიჩევსკიმ მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს.
მხარეებმა განიხილეს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და იმსჯელეს შიდსის, ტუბერკულოზისა და ჰეპატიტების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამებზე. საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც მალარიისგან თავისუფალ ქვეყანას და მალარიის ელიმინაციის სერტიფიკატის მინიჭების საკითხსაც.
მხარეებმა საქართველოსა და გლობალურ ფონდს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე და გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის გუნდის წარმომადგენელი ოლგა გრიდერი.