12 ივნისი 2026,   14:48
ვრცლად
გრანდიოზული შოუ "დინამო არენაზე" - ქანიე უესტის კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება, კარი კი 16:00 საათზე გაიხსნება

დღეს "დინამო არენაზე" ქანიე უესტის კონცერტი იმართება. გრანდიოზული შოუ 21:00 საათზე დაიწყება, კარი კი 16:00 საათზე გაიხსნება.

"დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა იზღუდება. ქუჩების ნაწილი უკვე გადაკეტილია. თბილისის მერიის ინფორმაციით, 13:00 საათიდან მეტრო "წერეთლიდან" ცაბაძის ქუჩამდე სრულად ჩაიკეტება წერეთლის გამზირი. შეზღუდვა ღამის 02:00 საათამდე იქნება ძალაში.

კონცერტის სტუმრებისთვის მეტრო და ათზე მეტი ავტობუსის მარშრუტი მუშაობას ორი საათით, ანუ ღამის 02:00-მდე ახანგრძლივებენ.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები