13 ივნისი 2026,   00:59
ვრცლად
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა ტორონტოში მიმდინარეობს - ამ წუთებში ერთმანეთს კანადისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებები ხვდებიან

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა, კანადაში, ქალაქ ტორონტოში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას "რუსთავი 2" ახორციელებს.

ადგილობრივი კანადის ეროვნული ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინას უპირისპირდება.

ისტორიაში პირველად, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს "რუსთავი 2-ის" საეთერო მოედანი მასპინძლობს. მუნდიალმა სტარტი გუშინ აიღო და 19 ივლისის ჩათვლით არხი მილიონობით ქომაგის დიდი მოლოდინის - FIFA 2026-ის ყველა მატჩებს პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას ერთმანეთს 8 კომენტატორი შეცვლის, ისინი სამი ქვეყნიდან 104-ვე მატჩს წაიყვანენ.

მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება ერთდროულად სამ ქვეყანაში - აშში, კანადასა და მექსიკაში. 

მსოფლიოს მთავარი სპორტული მოვლენის თვალყურის დევნებას ფეხბურთის გულშემატკივრები ქუჩაში დიდ ეკრანებზეც შეძლებენ. "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის პარტნიორობით, 28 ივნისიდან, ჩემპიონატის ფლეი-ოფების ყველა მატჩის ჩვენება დიდ ეკრანზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ეკრანები ჩაირთვება ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავშიც.  

 

 

დღის ამბები