14 ივნისი 2026,   17:06
ვრცლად
ხაშურში ორი პირი მოკლეს - პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

ხაშურში ორი პირი მოკლეს. წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ორი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ორივე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები