14 ივნისი 2026,   23:07
ვრცლად
3:1 - გერმანიამ კურასაოს კარში მესამე გოლი 11-მეტრიანით გაიტანა

მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე შეხვედრაში, კურასაოსთან დაპირისპირებისას გერმანიის ნაკრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა. კურასაოს კარებში 11 მეტრიანი დაინიშნა, რომელიც კაი ჰავერცმა იდეალურად შეასრულა და ანგარიში 3:1 გახდა.

პირველი გოლი მატჩში გერმანიამ გაიტანა, გოლი ფელიქს მეჩამ შეაგდო, შემდეგ კურასაომ ანგარიში გაათანაბრა. მომდევნო გოლით კი კვლავ გერმანია დაწინაურდა.

მატჩის პირველი ტაიმი საბოლოოდ 3:1, გერმანიის უპირატესობით დასრულდა.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2" გულემატკივარს ფეხბურთის მსოფლიო ფეხბურთის ზეიმის ტრანსლაციას თვენახევრის განმავლობაში სთავაზობს.

 

დღის ამბები