შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტო ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება - პირველი სასამართლო პროცესი დღეს იმართება. სამართალდარღვევის ოქმი შედგა დეპუტატის საჯარო პოსტზე შოთა თუთბერიძის მხრიდან დაწერილ შეურაცხმყოფელ კომენტარზე.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო მუშაობას 1 ივნისიდან შეუდგა. მისი ფუნქცია საჯარო სივრცეში კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგია.