რუსთავში, ქორეოგრაფიული ფესტივალის "ქართულის" ფარგლებში, ანსამბლ "ხალიბის" ვარსკვლავი გაიხსნა.
"ხალიბი" ერთ-ერთი პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლია, რომელიც რუსთავში შეიქნა და წელს მას 65 წელი შეუსრულდა. ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის ვარსკვლავის გახსნის ტრადიციას რუსთავში ფესტივალ
"ქართულთან" ერთად ჩაეყარა საფუძველი. წლევანდელი ფესტივალი რუსთავის ცენტრალურ პარკში 20 ივნისს დაიხურება.