17 ივნისი 2026,   17:49
ვრცლად
30 წლის ანა გედენიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

30 წლის ანა გედენიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ორივე თირკმლის უკმარისობა დაუდგინდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. მკურნალობა, კვლევები, დიალიზის პროცედურები და მომავალი ოპერაცია დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, რასაც ოჯახი საკუთარი ძალებით ვეღარ უმკლავდება.

"30 წლის ანა გედენიძეს დაუდგინდა ორივე თირკმლის მძიმე უკმარისობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურ სამედიცინო მეთვალყურეობასა და დიალიზს საჭიროებს, თუმცა ანას სრულფასოვანი სიცოცხლის დაბრუნების შანსი მხოლოდ თირკმლის გადანერგვაა.

მკურნალობა, კვლევები, დიალიზის პროცედურები და მომავალი ოპერაცია დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, რასაც ოჯახი საკუთარი ძალებით ვეღარ უმკლავდება.

თითოეულ ლარს, თითოეულ გაზიარებას და თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთად შეგვიძლია ანას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში დავეხმაროთ.
გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს ინფორმაცია", - წერია ინფორმაციაში. 

დახმარების მსურველებს თანხის დარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე: 

თიბისი: #GE38TB7934645064300059

საქ.ბანკი: :#GE56BG0000000612610383 

მიმღები: ლუიზა ჩაჩუა

 

დღის ამბები