17 ივნისი 2026,   18:56
ვრცლად
"ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე" - თამარ ჩერგოლეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატობაზე

მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. პასუხად, თინა ბოკუჩავამ სააკაშვილის გადაწყვეტილებას იმპულსური და არათანმიმდევრული უწოდა.

ის, რასაც ბოკუჩავა გუშინ პოლიტიკურ ჭორაობას ეძახდა, სააკაშვილმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

სააკაშვილის გადაწყვეტილებას "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა:

"ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე

(პატარად მინდა ეწეროს ეს დებილი პოსტი და თავი გაიგიჟა "ფეისბუქმა", დიდად მინდაო)"- წერს "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი. 

პატიმარ პრეზიდენტს ამჯერად საკუთარი, დაშლის პირას მყოფი პარტიის თავმჯდომარე უპირისპირდება. ბოკუჩავას განცხადებით, გზაში, სოციალური ქსელიდან შეიტყო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. 

 

დღის ამბები