18 ივნისი 2026,   11:47
ვრცლად
საქართველოში XII საუკუნის ბრძოლის ხსოვნისადმი მიძღვნილი "რაინდული ციხე-სიმაგრე" შენდება

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ახალი სასტუმრო Sky Castle შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრის ფორმით აშენდება. ამ გადაწყვეტილების უკან მხოლოდ მარკეტინგული იდეა არ დგას - ეს დიდი ისტორიული გამარჯვებისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.

1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში საქართველოს მეფის, დავით აღმაშენებლის არმიამ სელჩუკთა ლაშქარი დაამარცხა. სწორედ ამ გამარჯვებამ დაუდო საფუძველი საქართველოს ოქროს ხანას. ბრძოლაში მონაწილეობდნენ ჯვაროსანი რაინდებიც, რომლებიც იერუსალიმიდან ქრისტიანი ძმების დასახმარებლად ჩამოვიდნენ. მათი მარშრუტი აჭარის სანაპიროს გასდევდა - იმავე ტერიტორიას, სადაც დღეს სამშენებლო ჰოლდინგი European Village სასტუმრო Sky Castle-ს აშენებს.

პროექტის პრეზენტაცია 16 ივნისს თბილისში გაიმართა.

"Sky Castle მხოლოდ სასტუმრო არ არის. ეს ისტორიული მემორიალია. ცხრა საუკუნის წინ, 1121 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში მეფე დავით აღმაშენებლის სარდლობით ქართველმა მეომრებმა სელჩუკთა არმია დაამარცხეს და საქართველო დაიცვეს, რითაც ქართული ისტორიის ოქროს ხანას ჩაუყარეს საფუძველი. იმ ბრძოლაში ქართველებთან ერთად მხარ-და-მხარ იბრძოდნენ ჯვაროსანი რაინდები, რომლებიც იერუსალიმიდან ქრისტიანი ძმების დასახმარებლად მოვიდნენ. მათი გზა ბრძოლის ველისკენ აჭარის სანაპიროზე გადიოდა. საქართველოსა და ევროპის ამ ისტორიული კავშირის პატივსაცემად ვაშენებთ Sky Castle-ს, რომლის არქიტექტურაც შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეების სტილთან არის დაახლოებული", - განაცხადა European Village-ის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ფარტენაძემ.

 

Open photo

Open photo

დღის ამბები