"რუსთავი 2-ზე" ფეხბურთის დღეები გრძელდება. მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, დღეს საღამოს "რუსთავი 2-ის" მაყურებელს 4 შეხვედრა ელოდება. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ერთმანეთს ესპანეთი და საუდის არაბეთი შეხვდებიან, შეხვედრა საღამოს 20:00 საათზე არხის პირდაპირ ეთერში დაიწყება.
G ჯგუფის მეორე მატჩში, ბელგია ირანს დაუპირისპირდება, ჯგუფის ფავორიტ ბელგიას, პლეიოფის საგზურისთვის გამარჯვება სჭირდება, "რუსთავი 2-ის" მაყურებელს ამ თამაშის ნახვა 23:00 საათზე შეეძლება. ღამის 02:00 კი, საათზე დაიწყება H ჯგუფის მეორე შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ურუგვაი და კაპო ვერდე შეხვდებიან.
დღევანდელი სათამაშო დღის ბოლო დაპირისპირება კი, ახალ ზელანდიასა და ეგვიპტის ნაკრებებს შორის გაიმართება, მატჩი დილის 05:00 საათზე დაიწყება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სამი ქვეყანა: კანადა, შეერთებული შტატები და მექსიკა მასპინძლობს, ფინალური შეხვედრა კი 19 ივლისს გაიმართება. ყველა თამაშის ნახვა ჩვენს არხზე პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ, რადგან ეს ჩვენი მოედანია.