ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა. უგულავა ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მის სახელს საქართველოში არაერთი პროექტის შექმნა უკავშირდება, თემურ უგულავას მფლობელობაში იყო "აჭარა ჯგუფი", რომელიც სტუმარმასპინძლობის სექტორში საქმიანობს.