კრიზისი "ნაციონალურ მოძრაობაში" და დაშლილი ოპოზიციური ალიანსი. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 9 პარტიის ერთობა უნდა დატოვოს. მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კი სოციალურ ქსელში წერს, რომ ალიანსში შესვლა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო და თავად ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდა.
ბოკუჩავას თამარ ჩერგოლეიშვილი ისევ მწვავედ აკრიტიკებს:
"თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობების დასრულებისკენ მოუწოდებდა, ვინ დასრულდა დავინახეთ", - წერს "ფედერალისტების" ლიდერი.
"ერთი წელიც არ გასულა, რაც თინა ბოკუჩავა 8 პარტიას ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობების დასრულებისკენ მოუწოდებდა.
ვინ დასრულდა - დავინახეთ. ახლა ნანულა გამაიყვანა. "კიდევ სცადეთ" - ჩემი რა მიდის," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ოპოზიციაში არსებულ მძიმე კრიზისს ადასტურებს პატიმარი სააკაშვილიც, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. პატიმარ პრეზიდენტს, არც "ლელო" დავიწყებია და პარტიას ბადრისა და მამუკას ბიზნესპროექტი უწოდა.