22 ივნისი 2026,   16:28
ვრცლად
ისრაელი ლიბანთან მოლაპარაკებების ფარგლებში ჯარების "სიმბოლური" გაყვანის გამოცხადებას განიხილავს - CNN

ისრაელი, სამხრეთ ლიბანის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯარების "სიმბოლური" გაყვანის გამოცხადებას განიხილავს, რაც მომავალი მოლაპარაკებების ფარგლებში უნდა მოხდეს, - ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, იდეა ისრაელსა და ლიბანს შორის სამდღიანი მოლაპარაკებების წინ განიხილეს, რომელიც ამ კვირაში, ვაშინგტონში, ტრამპის ადმინისტრაციის ეგიდით უნდა უნდა გაიმართოს.

მედიის ცნობით, ჯარების გაყვანა ნიშნავს ზოგიერთი სამხედრო დანაყოფის უკან დახევას ე.წ. "ყვითელი ხაზის" უკან მდებარე მცირე ტერიტორიებიდან, რომელიც აპრილში, წინა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ისრაელის სამხედროების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საზღვარს აღნიშნავდა.

დღის ამბები