22 ივნისი 2026,   15:15
ვრცლად
ABC NEWS: ირანის დელეგაცია მოლაპარაკებების სივრცეს ტოვებს და თეირანში ბრუნდება

ირანის დელეგაციამ, რომელიც შვეიცარიაში იმყოფებოდა, მოლაპარაკებების სივრცე დატოვა და თეირანში ბრუნდება, - ამის შესახებ ABC NEW-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომლებმაც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია გაავრცელეს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა, რომელიც ირანის დელეგაციას ხელმძღვანელობს, ტერიტორია დატოვა.

"ორშაბათს, დაახლოებით 18-საათიანი ინტენსიური დიალოგისა და კონსულტაციების შემდეგ, მან დატოვა შენობა, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა", - იტყობინება ირანული მედია.

დღის ამბები