"ნაციონალურ მოძრაობაში" კვლავ ურთიერთბრალდებები და კრიზისია. მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას და პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანის დასახელებას, პარტიაში დაპირისპირება მოყვა.
ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, პარტიამ "ოპოზიციური ალიანსი" უნდა დატოვოს. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ალიანსიდან უკვე გამოვიდოდა.
"რა მიშას გადაწყვეტილება სჭირდებოდა იმას, რომ პარტიის სპიკერები ყოფილიყვნენ ახალგაზრდები ძირითადად და პარტიის განახლება მომხდარიყო არა მხოლოდ ფორმალურად, სადღაც უკან დამდგარი ახალგაზრდა, არამედ, პირიქით, წინ. ჩვენ ახლა უკან ვიწევით, თქვენ მიდიხართ წინ, აღმასრულებელში ხართ თქვენ, გადაწყვეტილების მიმღები ხართ თქვენ. ზუსტად ამიტომ უნდათ ვეტერანები, რომ იგივე შეცდომები გამეორებული არ იყოს...
ჰალსტუხები ცოტა უნდა მოვუშვათ. ჩემი შიმერიანი, ბრჭყვიალა ცხოვრება უნდა დავტოვო და უნდა შევიდე იქ, სადაც ტალახი უნდა ვზილო.
მე რომ ვიყო "ნაციონალურ მოძრაობაში," მე აუცილებლად გამოვიდოდი იმ კოალიციიდან, სადაც მთავარ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს აგინებენ ყოველდღე. ყალბი ერთობების ხელშემწყობი "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა იყოს. ანტურაჟის შექმნა არის აბსოლუტურად მოგონილი. "ნაციონალურ მოძრაობას" რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, მაგ ალიანსიდან გამოვიდოდა უკვე. ამას მიშას ნებართვა არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მიშას სურვილი რომ ყოფილიყო, ალიანსში არ იქნებოდნენ ამდენი ხანი," - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფორმულას" ეთერში.