საფრანგეთი-ერაყის დაპირისპირება, ფრანგების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3:0. პირველ ტაიმში ანგარიში კილიან ბაპემ გახსნა, ფრანგების კაპიტანმა მეორე ნახევარში დუბლი შეასრულა, მესამე გოლი კი უსმან დემბელეს ანგარიშზეა.
მატჩი თითქმის 4 საათს, 2 საათიანი პაუზით გაგრძელდა. მიზეზი, ფილადელფიაში მოსალოდნელი შტორმი და FIFA-ს მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომები იყო.