24 ივნისი 2026,   01:55
ვრცლად
რონალდუს დუბლი და 5:0 - პორტუგალიამ უზბეკეთის ნაკრები დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი დასრულდა. პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა უზბეკეთის გუნდს შანსი არ დაუტოვა და შეხვედრა დიდი ანგარიშით - 5:0 მოიგო.

პორტუგალიელებმა მატჩზე კონტროლი პირველივე წუთებიდან მოიპოვეს. ანგარიში სწრაფად, შეხვედრის მე-6 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. მათ ზეწოლა გააგრძელეს და უკვე მე-17 წუთზე ნუნუ მენდეშმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ტაიმის მიწურულს, 39-ე წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა და ანგარიში 3:0 გახდა.

მატჩის მეორე ნახევარში უზბეკების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მე-60 წუთზე აბდუვოჰიდ ნემატოვმა ავტოგოლი გაიტანა. შეხვედრის საბოლოო წერტილი კი 87-ე წუთზე რაფაელ ლეაომ დასვა, რომელმაც მეტოქის კარში მეხუთე გოლი გაიტანა.

მატჩის ქრონოლოგია:

6 წუთი – კრიშტიანუ რონალდუ (1:0)

17 წუთი – ნუნუ მენდეშმა (ჯარიმა) (2:0)

 39 წუთი – კრიშტიანუ რონალდუ (3:0)

 60 წუთი – აბდუვოჰიდ ნემატოვი (ავტოგოლი) (4:0)

 87' წუთი – რაფაელ ლეაო (5:0)

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟსა და მიმოხილვას შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.

დღის ამბები