გვადალახარას სტადიონზე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი დაძაბული დაპირისპირება დასრულდა. კოლუმბიის ეროვნულმა ნაკრებმა კონგოს მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლია.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სამხრეთამერიკელებმა მომენტის რეალიზება შეძლეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს. ამ გამარჯვებით, კოლუმბიის ნაკრები K ჯგუფში გალიდერდა და პლეი ოფში თამაში გაინაღდა.