24 ივნისი 2026,   19:46
ვრცლად
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია ხელმისაწვდომი გახდება - პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალისტებთან განიხილა

ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია ხელმისაწვდომი გახდება. ცვლილება სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვების განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები და იმპლემენტაციის საკითხები ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალისტებთან განიხილა.

ოტოლარინგოლოგი ზაზა ხუციშვილი ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის უნიკალურობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს მსოფლიოში ადაპტირებული მეთოდია, რომელიც სმენის არმქონე ბავშვებს განვითარების ახალ შესაძლებლობას აძლევს. ოპერაცია, აღნიშნული პროფილის შესაბამისად, თბილისის სამ კლინიკაში ტარდება.

ორმხრივი კოხლეარული იმპლანტის ხელმისაწვდომობისთვის სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ დეპუტატებიც. პროგრამა ასევე მოიცავს იმპლანტაციის შემდგომ აუცილებელი სარეაბილიტაციო მომსახურებებსა და თერაპიას.

სიახლის პარალელურად, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსებაც, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის პაციენტისთვის, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.

დღის ამბები