ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის შვიდ მოქალაქეს და ორ გემს სანქციები მოუხსნა.
როგორც დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, სანქციები მოეხსნა ივან პოტანინს (რომელიც რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ პოტანინს შვილია); "ნოვიკომბანკის" მმართველის მოადგილეს გერმან ბელოუსს; "სოვკომბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრს მიხეილ კლიუკინს; ბანკ "ოტკრიტიეს" მმართველი საბჭოს წევრებს ვიქტორ ნიკოლაევს, ირინა კრემლევას, ნადეჟდა ჩერკასოვასა და რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, მაქსიმ სმირნოვს.
საქნცირებულთა სიიდან ასევე ამოღებულია რუსული სატვირთო გემები: "ვიაჩესლავ არშინოვი" და "გენადი ეგოროვი".