26 ივნისი 2026,   00:16
ვრცლად
პრემიერი: ახალი პლატფორმა www.ekalata.gov.ge მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას

ახალი პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს შეამცირებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პლატფორმის სწორად მუშაობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინიციატივაც, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც ბუნებრივია, შეამცირებს განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს და შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ პლატფორმის სწორად მუშაობას.

მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პლატფორმის შექმნაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები