25 ივნისი 2026,   20:00
ვრცლად
გიორგი გაბიტაშვილი ფრაქცია "საქართველოსთვის" დეპუტატებს: აუდიტის სამსახური ვერ დაიბარებს რომელიმე გამგებელს და ვერ დაუწყებს კითხვების დასმას, ასეთი უფლებამოსილება არ გვაქვს, თორემ კითხვების დასმა ძალიან კარგად ვიცი

საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურს მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნია, რითაც გაბიტაშვილმა ფრაქცია "საქართველოსთვის" დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც გაბიტაშვილმა აღნიშნა, ამ პრობლემის მოგვარებაში უწყებას პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა დაეხმარონ.

"აუდიტის სამსახური ვერ დაიბარებს რომელიმე გამგებელს და ვერ დაუწყებს კითხვების დასმას. ასეთი უფლებამოსილება არ გვაქვს, თორემ კითხვების დასმა ძალიან კარგად ვიცი, წინა პროფესიიდან გამომდინარე. თუ მომანიჭებთ ასეთ უფლებამოსილებას, გარწმუნებთ, რეკომენდაციების შესრულების პროცენტი შეიცვლება, თან რადიკალურად. არ მაქვს სათანადო ბერკეტები და როგორ შევასრულებ?! მომეცით ბერკეტი და შევასრულებ," - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილს პლენარულ სხდომაზე მოუსმინეს. აქცენტი გაკეთდა უწყების საქმიანობაზე, პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე, თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე, სხვადასხვა უწყებაში ჩატარებულ 44 აუდიტზე, გამოწვევებზე და აღმოჩენილ პრობლემებზე. დარბაზში დაისვა კითხვებიც.

დღის ამბები