მედიაწიგნიერების სწავლება უკვე საბავშვო ბაღებშიც იწყება. კომუნიკაციების კომისიამ, განათლების სამინისტროსთან ერთად, ფინურ მოდელზე დაფუძნებული გზამკვლევი "ბილიკი მედია წიგნიერებისკენ" თარგმნა და გამოსცა.
სახელმძღვანელო, რომელიც ქართულ სტანდარტებს მოერგო, ბაღის მასწავლებლებს ტექნოლოგიებისა და პროგრამირების საფუძვლების სწავლებაში დაეხმარება. ახალ გზამკვლევს საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღებს ეტაპობრივად გადასცემენ.