თბილისში პაბსეკის (PABSEC - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა) 67-ე გენერალური ასამბლეა იმართება. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დღეიდან 1 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. გაიმართება ბიუროს და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაც. მიმდინარე პერიოდში საქართველო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანას წარმოადგენს.
პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტის და საბერძნეთის პარლამენტის წევრის, სოფია ვულტეფსის განცხადებით, საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდი წარმატებული იყო და ქვეყანამ ორგანიზაციაში ეფექტიანი მუშაობა აჩვენა.
"თავმჯდომარეობის პერიოდში თქვენმა ქვეყანამ ძალიან კარგად იმუშავა. როგორც საბერძნეთის წარმომადგენელმა და პაბსეკის ვიცე პრეზიდენტმა, მინდა პატივისცემა გამოვხატო ამ ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ. აქ ჩვენ ვსაუბარობთ ხელოვნურ ინტელექტზე, რაც დღეს განსაკუთრებით აქტუალური საკითხია. შემდეგი სამიტი უკვე ათენში გაიმართება, მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებს საქართველოდან საბერძნეთში", - აცხადებს პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტი, საბერძნეთის პარლამენტის წევრი სოფია ვულტეფსი.