29 ივნისი 2026,   20:48
ვრცლად
მძიმეა მდგომარეობა. ვიმედოვნებ, ის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც დაეხმარება ელენეს, ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს - ნიკა გვარამია ელენე ხოშტარიაზე

ელენე ხოშტარია რუსთავის ციხეში დღეს პირადმა ექიმმა მოინახულა, ამ წუთებში კი ექიმი თბილისში პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს ხვდება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დაწესებულებაში ექიმის ვიზიტის შემდეგ გადაწყდება ხოშტარიას მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები.

შეხვედრის პარალელურად, ადგილზე შეკრებილები არიან "კოალიცია ცვლილებების" წევრები და აქტივისტები.

"ექიმები გამოვიდნენ. მდგომარეობა ისევ ისეთია, უცვლელი, მძიმე არის ეს მდგომარეობა. ვიმედოვნებ, რომ უკვე ის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ადამიანის სიცოცხლეზე იქნება პოზიტიურად გათვლილი და დაეხმარება ელენეს, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდეს," - "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები