01 ივლისი 2026,   11:33
ვრცლად
ვენესუელაში დაღუპულთა რაოდენობამ 1,900-ს გადააჭარბა

ვენესუელაში, მიწისძვრებით გამოწვეული ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1,943-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას abcnews-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 10 571 ადამიანი. ქვეყანაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ცნობისთვის, 25 ივნისს, ვენესუელაში ერთმანეთის მიყოლებით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.2 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო მეორე 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

დღის ამბები