01 ივლისი 2026,   17:21
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა საერთო მისწრაფებებზე მოსაზრებების გაცვლისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე მსჯელობისთვის.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური დიალოგისა და სექტორული კავშირების შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებზე.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონში, რეგიონული დაკავშირებადობისა და დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

დღის ამბები