„შუა აზიის ქვეყნების ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ დღითი დღე იზრდება“, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქვეყანს სტუმრობს უზბეკეთის დელეგაცია, რომელიც დაინტერესებულნი არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და საპორტო ინფრასტრუქტურით.
„ყველას აინტერესებს საკუთარი ქვეყნის ეკონომიური წინსვლა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ ევროპულ ქვეყნებზე, მათი ინვესტიციები მიმართულია პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ დღეებში საქართველოს სტუმრობს უზბეკეთის დელეგაცია, რომელიც დაინტერესებულნი არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და საპორტო ინფრასტრუქტურით, რაც მეტად მნიშვნელოვანი და უსაფრთხოა ევროპის სატრანზიტო მიმართულებისთვის. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, 2029 წლისთვის, როდესაც პირველი გემი შევა ნავსადგურში, საქართველო აღარ იქნება პოლიტიკური დავის საგანი, იგი იქნება რეგიონის ეკონომიკური საყრდენი“, - წერს ნინო ფოჩხუა.