06 ივლისი 2026,   19:02
ვრცლად
წიწამურის ხევზე დღის ბოლომდე მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე (თბილისის მიმართულება) წიწამურის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე დაგეგმილია გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება (დაზიანებულია რკინაბეტონის კოჭობს შორის გამონოლითების ნაკერი).

სამუშაოების მიმდინარეობისას, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა მოძრაობა დროებით შეიზღუდოს გზის ნელ ზოლზე და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხიდზე განხორციელდეს ცალმხრივად, სწრაფ ზოლში.

სამუშაოები 6 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.

დღის ამბები