07 ივლისი 2026,   11:08
ვრცლად
"მოკავშირეები ანკარაში" დღეს გაიხსნება - თურქეთში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს

ნატოს უმაღლესი დონის სამიტის პარალელურად, თურქეთის დედაქალაქში ღონისძიება - "მოკავშირეები ანკარაში" დღეს გაიხსნება.

სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან ერთად მას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება.

შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე უსაფრთხოებაზე გაკეთდება. მაკა ბოჭორიშვილი ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე წარსდგება და საქართველოს უსაფრთხოების გზავნილებზე ისაუბრებს. აღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და თურქეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრი SETA.

დღის ამბები