ფოთმა პირველად უმასპინძლა ჩოგბურთის ტურნირს "ფოთის თასი 2026". საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 64 მოყვარული სპორტსმენი მონაწილეობდა.
ერთეულთა და წყვილთა თანრიგში გამარჯვებულები ფოთის მერმა დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ წელს ქალაქში ჩოგბურთის სკოლამაც დაიწყო ფუნქციონირება, სადაც უკვე 100-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს.