07 ივლისი 2026,   17:13
ვრცლად
ევროპის ქვეყნებში ანომალიურ სიცხესთან ერთად ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან - პორტუგალიაში ტემპერატურამ 43 გრადუსს მიაღწია

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სიცხემ და ძლიერმა ქარმა კრიტიკული ვითარება შექმნა საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.

საფრანგეთის სამხრეთით, აღმოსავლეთ პირენეებში, ცეცხლმა უკვე 4 500 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა. მაშველები მესამე დღეა კერების ლოკალიზებას ვერ ახერხებენ. საფრთხის გამო, 26 კომუნიდან 10 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

რთული ვითარებაა მეზობელ ქვეყნებშიც. პორტუგალიაში ტემპერატურამ 43 გრადუსს მიაღწია, მთავრობამ ნაწილობრივ აკრძალა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამოქმედა.

ცეცხლის ქრობაში უკვე ჩაერთო ესპანეთის სამხედრო ქვედანაყოფი და იტალიის ავიაცია. ესპანეთში კი, კატალონიის რეგიონში, დამწვარია 2 200 ჰექტარი ტყე.

დღის ამბები