07 ივლისი 2026,   11:08
ვრცლად
ყრილობაზე გადაწყდება აქტუალური საკითხები, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით. ოფიციალურად არცერთი კანდიდატურა დასახელებული არ არის - გიორგი კაპანაძე ენმ-ში შექმნილ კრიზისზე

ერთი დღე და "ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარის გარეშე დარჩება. თინა ბოკუჩავას აღნიშნულ პოსტზე ვადა ხვალ ეწურება. ვინ ჩაანაცვლებს ბოკუჩავას და როდის შედგება პარტიის ყრილობა - დეტალები ამ დრომდე უცნობია.

ამასობაში კი, პარტიაში დაპირისპირება პიკს აღწევს. შიდა კრიზისი და ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ მოძრაობაში განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტი ნანუკა ჟორჟოლიანს შესთავაზა.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით კი, ჯერ ოფიციალურად არცერთი კანდიდატურა დასახელებული არ არის და ყველაფერი ყრილობაზე გადაწყდება.

"უახლოეს მომავალში ჩაინიშნება ყრილობა. ამის შესახებ გაცხადდება და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას. უკვე ყრილობაზე გადაწყდება ის საკითხები, რომელიც არის აქტუალური, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით.

ოფიციალურად არცერთი კანდიდატურა დასახელებული არ არის, ამიტომ, ამ ეტაპზე ვერცერთი კანდიდატურის დასახელებას ვერ დავადასტურებ. ამას საზოგადოება დაინახავს და თავადაც განაცხადებენ, ვინც გადაწყვეტს, რომ მიიღოს მონაწილეობა", - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

დღის ამბები