აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი სერია განახორციელეს და დაახლოებით 90 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გვიან ღამით განაცხადა.
CENTCOM-ის ცნობით, სამიზნეებს შორის იყო საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპიროზე დაკვირვების საშუალებები, რაკეტებისა და დრონების საწყობები, საზღვაო ძალების აღჭურვილობა და ირანის სანაპირო ზოლში განლაგებული სამხედრო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული დარტყმები "კიდევ უფრო ასუსტებს ირანის შესაძლებლობას, ჰორმუზის სრუტეში თავს დაესხას კომერციულ გემებსა და მშვიდობიან მეზღვაურებს" - აცხადებენ CENTCOM-ში.
წყარო: abcnews