09 ივლისი 2026,   18:29
ვრცლად
"დღეიდან ქართველ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, მობრძანდეს რესპუბლიკის მოედანზე. ვეპატიჟები ყველას, სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ" - კახა კალაძე

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი საფეხბურთო ემოციები "რუსთავი 2"-თან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე ინაცვლებს. სულ ცოტა ხანში, აქ დიდი საფეხბურთო დღესასწაული დაიწყება.

მერიისა და "რუსთავი 2"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მოედანზე უკვე დამონტაჟდა დიდი ეკრანი. 19 ივლისის ჩათვლით, მატჩების პარალელურად, სივრცე დაეთმობა სპორტულ აქტივობებს, გათამაშებებსა და კვების ზონებს.

პარალელურად, გულშემატკივრებს შანსი ექნებათ პირადად შეხვდნენ ქართული ფეხბურთის ლეგენდებს. ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა უკვე შეზღუდულია.

"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ქართველ გულშემატკივარს ერთად ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ღია სივრცეში, დიდ ეკრანზე უზრუნველვყოთ მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილი თამაშების ტრანსლირება. დღეიდან 19 ივლისამდე, ქართველ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა, რომ მობრძანდეს რესპუბლიკის მოედანზე. ვეპატიჟები ყველას, მოდით, ნამდვილად სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ," - აღნიშნა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

დღის ამბები