10 ივლისი 2026,   11:27
ვრცლად
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია - საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხედფინალში მაროკოს ეროვნული ნაკრები 2:0 დაამარცხა.

დაწინაურება ფრანგებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ, თუმცა კილიან მბაპემ პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა მან ანგარიში მეორე ტაიმში მაინც გახსნა. მე-60 წუთზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა მბაპემ შორეული დარტყმით მაროკოელთა კარი აიღო. საბოლოო ანგარიში 66-ე წუთზე დემბელემ დააფიქსირა.

საფრანგეთის მეტოქე ნახევარფინალში ესპანეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება - მატჩი დღეს ღამის 23:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები