10 ივლისი 2026,   16:07
ვრცლად
"მსოფლიო ჩემპიონატი გადავიდა გადამწყვეტ ფაზაში, მნიშვნელოვანი თამაშებია, რომელიც შეუძლიათ მოსულ სტუმრებს დიდ ეკრანზე უყურონ" - მთავარი საფეხბურთო ემოციები "რუსთავი 2-თან" ერთად რესპუბლიკის მოედანზე გრძელდება

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი საფეხბურთო ემოციები "რუსთავი 2-თან" ერთად რესპუბლიკის მოედანზე გრძელდება. რამდენიმე საათში ადგილზე დიდი საფეხბურთო დღესასწაული დაიწყება.

დედაქალაქის მერიისა და "რუსთავი 2-ის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მოედანზე დამონტაჟდა დიდი ეკრანი. 19 ივლისის ჩათვლით, მატჩების პარალელურად, სივრცე დაეთმობა სპორტულ აქტივობებს, გათამაშებებსა და კვების ზონებს.

გულშემატკივრებს ასევე შანსი ექნებათ პირადად შეხვდნენ ქართული ფეხბურთის ლეგენდებს. დღევანდელი თამაში ესპანეთი - ბელგიის წინააღმდეგ 23:00 საათზე დაიწყება.

"ქომაგებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც შეუძლიათ, რომ მოვიდნენ ყოველი თამაშის დროს. მსოფლიო ჩემპიონატი გადავიდა გადამწყვეტ ფაზაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანი თამაშებია, რომელიც შეუძლიათ მოსულ სტუმრებს დიდ ეკრანზე უყურონ. ასევე, აქ დახვდებათ ქართული ფეხბურთის ცნობილი ლეგენდები, რომელთან ერთადაც სხვადასხვა აქტივობაშიც ჩაერთვებიან და კითხვებიც დაუსვან," - ამბობს ორგანიზატორი, ნიკა დავითური.

დღის ამბები