"შემდგომი ნაბიჯები იქნება უკვე იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავგეგმოთ ახალი გზები, ახალი სკვერები და ა.შ. რომ სრულად აღმოიფხვრას ის ზიანი, რაც მიადგა როგორც თელავს, ასევე ზოგადად თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს" - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.
კახეთში სტიქიიდან მესამე დღეს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
"ადგილზე ვათვალიერებთ სტიქიის შედეგებს. ამჯერად კისისხევში ვიმყოფებით, სხვა ხევებსაც ვათვალიერებთ. ვნახულობთ როგორც ხევებში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებზე რა ზიანი მიყენებული. როგორც ადგილზე ვხედავთ, მნიშვნელოვანი ზიანია. სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით, მათი კოორდინაციით, შტაბის კოორდინაციით მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჩართულია როგორც თელავის მერია, ასევე ყველა ადამიანი, ვისაც შეუძლია. ფიზიკურად ადგილზე შრომობენ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე იქნას აღმოფხვრილი სტიქიის შედეგები. შემდგომი ნაბიჯები იქნება უკვე იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავგეგმოთ ახალი გზები, ახალი სკვერები და ა.შ. რომ სრულად აღმოიფხვრას ის ზიანი, რაც მიადგა როგორც თელავს, ასევე ზოგადად თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს," - აცხადებს ლევან მახაშვილი.