ზუგდიდში, სასტუმრო "გარდენ პალასში", პარტია "თავისუფლების მოედნის" ლიდერებსა და ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დროს, ლევან ცუცქირიძეს და მათივე ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტია "ახალის” პოლიტსაბჭოს წევრს მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცუცქირიძემ კალანდიას კითხვას - იქნება თუ არა წარმოდგენილი მათი პარტია 2028 წლის არჩევნებში, არ უპასუხა:
"2028 წელს, ვიხილავთ თუ არა თქვენს პარტიას არჩევნებში? თუ ეს მოცემულობა გვექნება, თქვენ პირადად რას ფიქრობთ, მინდა პასუხი - კი თუ არა.
პარტიის ყრილობამ გადაწყვიტა 2011 და 2012 წელს, როდესაც თქვენ ბიძინა ივანიშვილს ხელი შეუწყვეთ მოსულიყო ხელისუფლებში, რაც თქვენ თვითონ თქვით. ბატონო ლევან თქვენ საქართველოში ორი კაცი არ გიცნობთ… თქვენ ძალიან ცოტა გიცნობთ იმისთვის რომ ლევან ცუცქირიძედ მოგიხსენიონ… თქვენი პასუხი არის ერთი რამ, თქვენ თამაშობთ ბიძინას თამაშს…,"- განაცხადა მაია კალანდიამ.