14 ივლისი 2026,   20:46
ვრცლად
ვლაქერნობა ზუგდიდში - 15 ივლისს საზეიმო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ზუგდიდის საკათედრო ტაძარში აღავლენს

15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით ამ დღესთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფზაზეთის მიტროპოლიტი შიო III მიბრძანდება და ღვთისმსახურებას აღასრულებს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი.

 ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები