თბილისში საჯარო სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
სკოლების მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადგილზე გაეცნო.
პროექტების ფარგლებში დასასრულს უახლოვდება მე-4 საჯარო სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს მე-11 საჯარო სკოლის ახალი შენობისა და 128-ე საჯარო სკოლის დამატებითი, 300 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო კორპუსის მშენებლობა.
ასევე, რეაბილიტაცია უტარდება 162-ე და 50-ე საჯარო სკოლებს.
ახალი და განახლებული სკოლები თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.