წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას ეყრდნობა, - ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" ავრცელებს.
როგორც ორგანიზაცია წერს, საქართველოდან ბევრი ქვიარ ადამიანი "მზარდი რეპრესიის, ძალადობისა და ანტი-ლგბტქ+ კანონების" გამო წავიდა.
"თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, 8 აგვისტოს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენის პრაიდში მონაწილეობით, სოლიდარობას უცხადებენ ლგბტქ+ ადამიანებს საქართველოში და გამოთქვამენ იმედს, რომ "ერთ დღეს საქართველოში ყველას შეეძლება იზეიმოს საკუთარი იდენტობა."
"ბევრი ქვიარ ადამიანისთვის საზღვრის გადაკვეთა არჩევანი არ ყოფილა - ეს საქართველოში მზარდი რეპრესიის, ძალადობისა და ანტი-ლგბტქ+ კანონების შედეგი იყო.
ჩვენ საზღვარგარეთაც ვაზიარებთ ჩვენი თემის ისტორიებს და ვინარჩუნებთ იმედს, რომ ერთ დღეს საქართველოში ყველას შეეძლება იყოს ის, ვინც არის, და იზეიმოს საკუთარი იდენტობა, თავისუფლად და უსაფრთხოდ.
ანტვერპენში მსვლელობისას სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტქ+ ადამიანებს საქართველოში. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ლგბტქ+ თემზე თავდასხმა დემოკრატიაზე თავდასხმაა და რომ საზღვრებს მიღმა სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
შევხვდებით ანტვერპენის პრაიდზე! Hessenplein, Antwerp, 8 აგვისტო, 13:00" - წერს "თბილისი პრაიდი" სოციალურ ქსელში.