17 ივლისი 2026,   18:04
ვრცლად
რაც უფრო მეტი თანხა დაიხარჯება უკრაინის აღსადგენად, იქნება უკეთესი და ჩვენ ამას ნამდვილად მივესალმებით - ირაკლი ფავლენიშვილი

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, დასავლური ინვესტიციები მხოლოდ იმ ქვეყნებში განხორციელდება, რომლებიც დასავლეთის მეგობრებად მიიჩნევიან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უკრაინის აღდგენისთვის გამოყოფილ დახმარებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ არსებული პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველოს მსგავსი ფინანსური მხარდაჭერის მოლოდინი ვერ ექნება.

"რაც უფრო მეტი თანხა დაიხარჯება უკრაინის აღსადგენად, იქნება უკეთესი და ჩვენ ამას ნამდვილად მივესალმებით. რაც შეეხება თანხებს, ზოგადად, ალბათ, საუბარი იყო იმაზე, რომ დასავლეთის მხრიდან ინვესტიციები განხორციელდება იმ ქვეყნებში, რომლებიც იქნებიან დასავლეთის მეგობრები. მათ შორის, მოლდოვაშიც, ალბათ, ბევრი დასავლური ინვესტიცია შევა, თუმცა საქართველოსთან მიმართებაში გასაგებია, რომ ასეთი მოლოდინები ვერ გვექნება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები