21 ივლისი 2026,   20:13
ვრცლად
შტატები კანადური იმპორტის ნაწილზე 50%-იან ტარიფებს აწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები კანადური იმპორტის ნაწილზე 50%-იან ტარიფებს აწესებს. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები კანადური პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს შეეხება.

სიაში მოხვდა როგორც ალკოჰოლური სასმელები, ისე სამშენებლო მასალები და სპორტული ინვენტარი. ტარიფები არ ვრცელდება ენერგორესურსებზე, სასუქებსა და სტრატეგიულ მინერალებზე.

ტრამპმა 1930 წლის კანონი გამოიყენა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს უფლებას აძლევს, საბაჟო გადასახადები კონგრესის გვერდის ავლით დააწესოს.

დღის ამბები