21 ივლისი 2026,   19:36
ვრცლად
"საქართველომ კეთილდღეობის ინდექსში ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა" - მიხეილ დუნდუა

პირველი ადგილი მსოფლიოში კეთილდღეობის 13 წლიანი პროგრესით - „ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ კეთილდღეობის პროგრესით ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. თავისუფლების ინდექსით ზომიერი თავისუფლების, კეთილდღეობის ინდექსით კი ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს. 

საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორისაა. ამ მონაცემების მიხედვით, 2012 წლის შემდეგ, ქვეყანამ კეთილდღეობის რეიტინგში პოზიცია 21 ადგილით გაიუმჯობესა. შეფასება 6 ინდიკატორს ეფუძნება. მათ შორისაა შემოსავლების დონე, უმცირესობების ინტერესების დაცულობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და განათლება.

"ატლანტიკური საბჭოს" კეთილდღეობის ინდექსით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. შეფასების 100%-იანი სისტემით თითქმის 80% მიიღო და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა სტატუსით, ზომიერი კეთილდღეობის ქვეყანა და მხოლოდ ერთი ადგილი დარჩა გასაუმჯობესებლად საერთო კომპოზიციაში წინ წასაწევად, რომ მიიღოს მაღალი კეთილდღეობის ქვეყნის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წლის შემდგომ მიღწეული 13-წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო 21-ე საუკუნეში გაზრდილი პროგრესით კეთილდღეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია“, - აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა.

დღის ამბები