21 ივლისი 2026,   20:13
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის საზღვაო ინფრასტრუქტურასა და სარაკეტო ბაზებზე მორიგი იერიში მიიტანა - ოპერაციის მიზნად ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების აღკვეთა სახელდება

ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის საზღვაო ინფრასტრუქტურასა და სარაკეტო ბაზებზე მორიგი იერიში მიიტანა. ოპერაციის მიზნად ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების აღკვეთა სახელდება.

რეგიონში კონფლიქტის გეოგრაფია ფართოვდება. "ჰუსიტებმა" საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს, რასაც წითელ ზღვაში ლოგისტიკური შეფერხებები მოჰყვა.

"აქსიოსი" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შუამავლებმა ამერიკასა და ირანს სამხედრო მოქმედებების 10 დღით შეჩერება შესთავაზეს. ტრამპის ადმინისტრაცია შუამავლების წინადადებას სწავლობს და ისრაელს მოუწოდებს, თავი აარიდოს ისეთ ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა "დიპლომატიური ფანჯარა დახუროს".

პარალელურად, შტატები ალტერნატიული სცენარისთვისაც ემზადება და რეგიონში დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის.

დღის ამბები