21 ივლისი 2026,   19:37
ვრცლად
"არასერიოზულია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ ის დაძაბულობა, რომელიც არსებობს საქართველოსა და გერმანიას შორის" - ირაკლი ფავლენიშვილი

"არასერიოზულია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ ის დაძაბულობა, რომელიც არსებობს საქართველოს და გერმანიას შორის" - პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი გერმანიის ყოფილი ელჩის, პეტერ ფიშერის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, თუკი ურთიერთობები გამოსწორდება, ეს "ყველაფერს კომპლექსურად შეეტყობა".

"არასერიოზულია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანის ბრალეულობას მივაწეროთ ის დაძაბულობა, რომელიც არსებობს საქართველოს და გერმანიას შორის. რაც არ უნდა ვეძიოთ, პრობლემა ერთ ადამიანში, ეს ასე არ გახლავთ. ეს ურთიერთობები თუ გამოსწორდება, ეს არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გამოვლინებაზე, კონკრეტული ინფორმაციის ატვირთვაზე კონკრეტულ საიტზე. ეს კომპლექსურად შეეტყობა ყველა ურთიერთობას. მანამდე, ეს საუბარი არის არასერიოზული, იმიტომ, რომ პრობლემა არ აღმოფხვრილა, არ მოგვარებულა", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები