22 ივლისი 2026,   20:53
ვრცლად
ჩირი, ხილის ჩიფსები, ტყლაპი, ჩურჩხელა და სხვა პროდუქტები - შიდა ქართლში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საწარმოების მუშაობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილზე გაეცნო

ჩირი, ხილის ჩიფსები, ტყლაპი, ჩურჩხელა და სხვა პროდუქტებს PM Group სოფელ მეჯვრისხევში აწარმოებს. კომპანია 2024 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმომ ასევე ისარგებლა "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამით. პროდუქცია ადგილობრივ ბაზართან ერთად ექსპორტზეც გადის.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც აგროპროგრამების ბენეფიციარია, სოფელ ძევერაში ფუნქციონირებს. "აგროქართლი" ხილის სამაცივრე მეურნეობას ფლობს და მრავალწლოვანი ბაღებისა და მოსავლის შენახვას უზრუნველყოფს. კომპანიამ გასულ წელს 250 ტონა ვაშლის, 20 ტონა ბლისა და 20 ტონა ყურძნის მოსავალი მიიღო.

შიდა ქართლში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საწარმოების მუშაობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილზე გაეცნო. დავით სონღულაშვილის თქმით მთავრობის პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური მხარდაჭერაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მცირე ბიზნესისა და საწარმოების მხარდასაჭერად არაერთ სამთავრობო პროგრამას ახორციელებს. მინისტრი დღეს შიდა ქართლში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ ექვს საწარმოში იმყოფებოდა.

დღის ამბები