22 ივლისი 2026,   20:40
ვრცლად
რეგიონებში, თბილისური თეატრების გასტროლები იწყება - კულტურის სფეროს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტებში პირადად შეხვდებიან

რეგიონებში, თბილისური თეატრების გასტროლები იწყება. 

​რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი კულტურული პროექტი ამოქმედდა. ინიციატივის ფარგლებში, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას მუნიციპალიტეტებში პირადად შეხვდებიან.

​პირველი შეხვედრა ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში მიმდინარეობს. მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი და მსახიობები ადგილობრივ ახალგაზრდებს ხვდებიან და მათთან თეატრის, კულტურისა და შემოქმედებითი საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

დღის მთავარი ღონისძიება კი 19:00 საათზე დაიწყება. მარჯანიშვილის თეატრის დასი მაყურებელს სპექტაკლს "ქალები" წარუდგენს.

დღის ამბები